I used to love Christmas. - შობა მიყვარდა. ე.ი. ახლა აღარ უყვარს, used to ყოველთვის იმას უსვამს ხაზს, რომ წარსულში ვაკეთებდი რაღაცას და ახლა აღარ ვაკეთებ.
მსგავსი მნიშნველობა აქვს would - საც, მაგრამ მათ შორის არსებობს განსხვავებები.
სანამ ამ განსხვავებებს განვიხილავთ მინდა შეგახსენოთ, რომ ინგლისურსში არსებობს მოქმედების და მდგომარეობის გამომხატველი ზმნები, მოქმედების გამომხატველია ზმნა სადაც ასე ვთქვათ მოქმედებ, რაღაცას აკეთებ. მაგ. Jump, dance, read, climb. ხოლო მდგომარეობის გამომხატველია ისეთი ზმნები, სადაც არაფერს აკეთებ, მაგ. Have, რაღაცის ფლობა არ ნიშნავს მოქმედების შესრულებას, ასევე, love როცა ვიღაც გიყვარს, ამ დროს მოქმედებას არ ასრულებ. როცა ამბობ რომ ვიღაც გიყვარს, I love him - ამ შემთხვევაში მოქმედება არ სრულდება, ამიტომ love არის მდგომარეობის გამომხატველი ზმნა.
Used to გამოიყენება, როგორც მოქმედების, ასევე მდგომარეობის გამომხატველ ზმნებთან. I used to have a dog - ძაღლი მყავდა. ხაზს ვუსვამ იმას რომ ახლა აღარ მყავს ძაღლი. I used to jog - დავძუნძულებდი ხოლმე, ახლა აღარ დავძუნძულებ. პირველ მაგალითში მდგომარეობის გამომხატველი ზმნა გამოვიყენე, ხოლო მეორეში მოქმედების გამომხატველი. რაც შეეხება would - ს, ის არ გამოიყენება მდგომარეობის გამომხატველ ზმნებთან. I would have a dog - არის არასწორი!. თუმცა I would jog - დავძუნძულებდი ხოლმე სწორია.
განვიხილოთ კიდევ ერთი განსხვავება, used to შემიძლია გამოვიყენო როგორც კითხვით ასევე უარყოფით წინადადებაში. Did you use to play cards? - კარტს თამაშობდი ხოლმე? I didn’t use to play cards - კარტს არ ვთამაშობდი ხოლმე. თუმცა would - ს ჩვეულებრივ არ ვიყენებთ კითხვით და უარყოფით წინადადებებაში. უარყოფითში შეგვიძლია გამოვიყენოთ would never და არა would not. მაგ. I would never play cards when I was a child - ბავშვობაში კარტს არასდროს ვთამაშობდი ხოლმე.
Used to ხშირად ერევათ be used - სა და get used to - ში. Used to როგორც უკვე აღვნიშნეთ წარსული მოქმედებების გამოსახატავად გამოიყენება, ანუ რაღაცას ვაკეთებდი ხოლმე და ახლა აღარ ვაკეთებ. Be used to ნიშნავს, რომ რაღაცას ხარ შეჩვეული, ხოლო get used to ნიშნავს რომ შეჩვევის პროცესში ხარ, ანუ რაღაცას ეჩვევი. ლექსიკური მნიშნელობის გარდა ისინი სტურუქტურულადაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. Used to - ს მოსდევს ინფინიტივი. I used to dance - /dɑːns/ ვცეკვავდი, ახლა აღარ ვცეკვავ. ხოლო be used to -სა და get used to -ს მოსდევს გერუნდი. I am used to living alone - მარტო ცხოვებას ვარ შეჩვეული, I am getting used to living alone - მარტო ცხოვრებას ვეჩვევი. ვისაც ინფიტინივისა და გერუნდის გამეორება გსურთ ჩვენი ძველი გაკვეთილის ლინკი შეგიძლიათ იხილოთ კომენტარებში.
ვისაც გინდათ, რომ B1+-ის გრამატიკა ისწავლოთ გადადით ლინკზე https://abi.abz.ge/ და დაიწყეთ მეცადინეობა ახლავე.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა